საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრიუძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს.
აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
„ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.