მობილური სერვისის უპირატესობები - რა მომსახურებას  სთავაზობს „კერხერი“ მომხმარებლებს

დაზოგილი დრო, მეტი სანდოობა და კომფორტი, ეს ის მთავარი უპირატესობებია, რაც ადგილზე მომსახურების სერვისს გააჩნია. სწორედ საქმიანი ადამიანების ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით, გერმანულმა კომპანიამ „კერხერი“ თავის მომხმარებლებს ამჯერად უკვე მობილური სერვისი შესთავაზა. საუბარია, გამარტივებულ მომსახურებაზე, რომლის წყალობითაც მომხმარებელს არ მოუწევს აპარატის ადგილზე, სერვის ცენტრში მიტანა, ლოდინი და შემდეგ მის უკან წამოღებაზე ფიქრი.

როგორც კომპანიის სერვისის მენეჯერი მიხელ მარეხაშვილი ამბობს, „კერხერის“ ფირმის პროფესიონალური აპარატის ადგილზე დიაგნოსტიკა და შეკეთება საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი.

კონკრეტულად რას გულისხმობს „მობილური სერვისი“, როგორია მომსახურების საფასური და ზოგადად, რა უპირატესობები აქვს აღნიშნულ სერვისს, ამ და სხვა საკითხებზე „კერხერის“ სერვისის მენეჯერს მიხეილ მარეხაშვილს ვესაუბრეთ.

როგორია კომპანია „კერხერის“ შექმნის და განვითარების ისტორია?

გერმანულ ბრენდ „კერხერს“ თითქმის, 100 წლის არსებობის ისტორია აქვს. იგი შეიქმნა როგორც პატარა საოჯახო ბიზნესი და წლების განმავლობაში იქცა მსოფლიო ლიდერად, დასუფთავების ტექნიკის წარმოებაში. მისი პროდუქცია პირველ რიგში ხარისხით და სანდოობით გამოირჩევა, რომელიც ყოველთვის იქცევს ყურადღებას დასუფთავების ტექნიკის შეძენის დროს.

საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა 3 წელია, რაც არსებობს და იგი პროდუქციის დიდ არჩევანთან ერთად, მომხმარებელს სრულყოფილ სერვისის მომსახურებას სერტიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსებით და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით სთავაზობს.

თქვენს მომსახურებას სულ ახლახანს დაემატა „მობილური სერვისი“, კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კერხერის „მობილური სერვისი“ ეს არის სერვისს დამატებული სარგებელი, რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებელს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია მოხმარებელზე არის ორიენტირებული, ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მათ და ადგილზე შევაკეთოთ ნებისმიერი სირთულის პროფესიონალური დანიშნულების აპარატი საქართველოს მასშტაბით.

საქართველოში რამდენად მოთხოვნადია აღნიშნული სერვისი?

საქართველოში ეს არის უნიკალური სერვისი, როდესაც მწარმოებელი სთავაზობს მომხმარებელს არასაგარანტიო აპარატების ადგილზე დიაგნოსტირებას და შეკეთებას. ეს გულისხმობს მომხმარებლის მხრიდან დაზოგილ დიდ დროს და ასევე, სვადასხვა რესურსებს, რომლის საშუალებითაც მას დასჭირდებოდა საკუთარი ბიზნესის მოცდენა, აპარატის ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე და შემდეგ რამდენიმედღიანი ლოდინი აპარატის შეკეთებისთვის.

ჩვენ უკვე პირველი ოქტომბრიდან ვახორციელებთ ამ სერვისს და მომხმარებლის დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება.

როგორია მობილური სერვისით სარგებლობის ღირებულება?

ფასები მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე. თბილისის მასშტაბით გამოძახება ფიქსირებულია და ღირს 20 ლარი, ხოლო რეგიონებში ფასი ანგარიშდება მანძილის მიხედვით, რომელიც ითვლება მხოლოდ 1 მიმართულებით (1 კმ - 0,80 ლარი).

რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს კომპანიაში, სერვისის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას რამდენად ახერხებთ?

ამ ეტაპზე, სერვის ცენტრში 7 წარმომადგენელი გვყავს, ადგილზე მომსახურებისთვის კი 2 მანქანაა მობილიზებული. ჩვენი სტანდარტებიდან გამომდინარე, გამოძახებაზე რეაგირება ხდება მე-2 დღეს. რა თქმა უნდა, ადგილზევე ხდება კონკრეტული აპარატის დიაგნოსტირება და შეკეთება.

რით არის გამორჩეული თქვენი მომსახურება, ბაზარზე გყავთ თუ არა კონკურენტები?

მსგავსი ტიპის მომსახურება საქართველოში არ არსებობს, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მოვემსახუროთ ნებისმიერ სფეროში მომსახურე კერხერის ბრენდის ტექნიკას. ჩვენი ტექნიკა გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებელზე. იქიდან გამომდინარე, რომ დროის ფაქტორი მათ ბიზნესზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს, ვცდილობთ, ადგილზე მომსახურებით, მისაღები ფასებით და ოპერატიულობით შევუწყოთ ხელი მათ შუეფერხებლად მუშაობს. ამავდროულად, გეტყვით, რომ ჩვენი მობილური სერვისის ავტომობილი სრულიად აღჭურვილია ყველა იმ სათადარიგო ნაწილით, თუ სპეც ხელსაწყოთი, რომელიც საჭიროა ადგილზე სრული სერვისული მომსახურებისთვის.

R

ნინი ქეთელაური