Google მომხმარებელს საკუთარ პლატფორმაზე საბანკო ანგარიშებს შესთავაზებს

კომპანია Google ემზადება ფინანსური მომსახურების სფეროში შესასვლელად და აუხლოეს მომავალში გეგმავს მომხმარებლებს საკუთარი საბანკო ანგარიშები შესთავაზოს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

პროექტი კოდური სახელწოდებით Cache, 2020 წელს ჩაეშვება. კომპანიის პარტნიორები ამ სფეროში გახდებიან Citigroup Inc. და სტენფორდის უნივერსიტეტის საკრედიტო კოოპერატივი. ისინი საბანკო ანაგრიშების მომსახურებით დაკავდებიან. არ არის გამორიცხული პროექტში სხვა ბანკებიც ჩაერთონ.

როგორც ცნობილია, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები განიხილავენ ფინანსურ სექტორში შესვლას. აღნიშნულის შესახებ 2019 წელს Apple-მაც განაცხადა, რომელიც საკუთარი საკრედიტო ბარათის გამოცემას გეგმავს, საბანკო სფეროში შესვლას განიხილავს Amazon.com-იც, მომხმარებლებისთვის ანგარიშის გახსნაზე საუბრობს Facebook Inc.-იც.

კოკა კვირკველია