სამშენებლო სამუშაოების გამო ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოების წარმოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე არსებული ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აღნიშნული სამუშაოების გამო დაწესდა დამატებითი საგზაო მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის შესაბამისი ღონისძიებები, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის დასარეგულირებლად. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. გადაკეტვის/გადართვის (შეზღუდვის) ადგილები ღამის საათებში განათდება და მშენებელი ორგანზაცია შესასვლელ-გამოსავლელში მოძრაობის რეგულირებას უზრუნველყოფს.