დაწესებულებები, სადაც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ყველაზე მეტად ირღვევა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ყველაზე მეტად ისეთ ადგილებში ირღვევა, სადაც მოწევა რეგულაციებამდეც კი არ უნდა ყოფილიყო დაშვებული. „თამბაქოს ალიანსის“ ბოლო 6 თვის კვლევის მიხედვით, ესენია - სამედიცინო, საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებები. ორგანიზაციის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული სტატისტიკის მიხედვით, საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2,06%, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში 3,14% არღვევს მოწევის აკრძალვის კანონს.

„თამბაქოს ალიანსმა“ ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სულ 5279 ობიექტი შეამოწმა.

დაწესებულებები, რომლებიც შემოწმდა:

  • საგანმანათლებლო - 796
  • სამედიცინო - 986
  • საჯარო - 692
  • სამასპინძლო - 2805, აქედან

კაფე-ბარები, რესტორნები, საბანკეტო დარბაზები - 1500

სასტუმრო - 358

სილამაზის სალონი - 881

კინო / თეატრი - 36

მედია ორგანიზაცია - 30

დარღვევების მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ ადგილზე სამედიცინო დაწესებულებები, აქ დარღვევის 31 ფაქტი დაფიქსირდა, მეორე ადგილზე საგანმანათლებლო დაწესებულებებია, სადაც ორგანიზაციამ კანონის დარღვევის 10 ფაქტი გამოავლინა, შემდეგია საჯარო უწყებები, აქ მხოლოდ 6 შემთხვევა დააფიქსირეს.

ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი