დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან, 15 ნოემბრის 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე - გმირთა მოედნიდან სპორტის სასახლემდე არსებულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, დღესვე, 23:00 საათიდან, 15 ნოემბრის 07:00 საათამდე, თამარ მეფის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
„სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.