სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.07%-ით გაიზარდა.

კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 65, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 58 ფაქტი დაფიქსირდა.

ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ ცხრა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.21%-ით არის შემცირებული. კერძოდ, თუ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში სამოხელეო დანაშაულის 453 ფაქტი დაფიქსირდა, 2018 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 516 იყო.

ამასთან, უწყების ცნობით, სტატისტიკურად 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 246 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. გარდა ამისა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 50 - ქრთამის აღების; 65 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 56 – სამსახურებრივი გულგრილობის; 26 - სამსახურებრივი სიყალბის და 10 - ქრთამის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა.

თაია არდოტელი