აშშ-ის 48 პროკურორისგან დაკომპლექტებული კომისია გააფართოვებს ანტიმონოპოლიურ გამოძიებას კომპანია Google-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე ცალკეული შტატების პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ გამოძიება შეეხებოდა კომპანიის სარეკლამო პოლიტიკას. თუმცა ერთ-ერთ სხდომაზე ტექსასის გენერალურმა პროკურორმა კენ პეკსტონმა განაცხადა, რომ აპირებენ გააფართოვონ ძიება კომპანიის მოქმედების სხვადასხვა სფეროში. კომისია გეგმავს Google-ის საძიებო მექანიზმებითაც დაინტერესდეს, რომელიც დაკავშირებულია პლატფორმასთან Android, რომელიც ასევე კომპანიის კუთვნილებაა.
წყაროს ცნობით, ამ მიზნით კომპანიას დაეგზავნება ოფიციალური მოთხოვნა პროკურორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადასაცემად. როგორც ირკვევა, ახალ გამოძიებას სხვა შტატის პროკურორი უხელმძღვანელებს და ის საქმიდან განცალკევებულად წარიმართება.CNBC აცხადებს, რომ Google-ში კომენტარს არ აკეთებენ.
უკვე ივლისში ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ხელისუფლება იწყებდა მასშტაბურ გამოძიებას კომპანიების Amazon, Facebook, Google და Apple ანტიმონოპოლიური კანონდებლობის შესაძლო კანონდარღვევების გამო. Reuters-ის ინფორმაციით, გამოძიება გაიყოფა ფედერალურ სავაჭრო კომისიის და ამერიკის იუსტიციის სამინისტროს შორის. ამის პარალელურად საკუთარი გამოძიების დაწყების შესახებ გამოაცხადეს კონგრესში წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა.