ოქტომბერში ფულადი გზავნილები 11,5%-ით გაიზარდა

საქართველოში ფულადი გზავნილები გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ოქტომბერში უცხოეთიდან 153,208 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 11,5%-ით მეტია წინა წლის ოქტომბერთან შედარებით. გზავნილები გაიზარდა სექტემბერთან შედარებითაც, ერთ თვეში ზრდამ 3,4 მლნ დოლარი შეადგინა.

სებ-ის სტატისტიკის ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით, ტრადიციულად პირველ ადგილზეა რუსეთი, ოქტომბერში იქიდან გადმორიცხვებმა 37,857 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა იტალია - 21,014 მლნ დოლარი; შემდეგია საბერძნეთი - 15,945 მლნ დოლარი; გზავნილების მიხედვით მეოთხე ადგილზეა ამერიკა - 15,228, ხუთეულში შედის ისრაელი, საიდანაც ოქტომბერში 13,591 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

რაც შეეხება გადარიცხვებს, 2019 წელს საქართველოდან უცხოეთში 22, 456 მლნ დოლარი გადაირიცხა.