„გვწერენ მშობლები, რომ „ემილიას ჩიკორი“ ბავშვებს სასკოლო ლანჩის მენიუში დაუმატეს“-კიდევ რა სიახლეს უმზადებს „ჩიკორი“ პატარებს

„ემილიას ჩიკორი“ ბაზარზე 2 კვირის წინ გამოჩნდა და ბავშვებში პოპულარობა უკვე მოიპოვა. როგორც ჩირის მწარმოებელ კომპანია „ქარელის ხილში“ აცხადებენ, ახალი ხაზის ბაზარზე ჩაშვების პირველივე კვირას, სავაჭრო ქსელებში დამატებითი პროდუქციის შეტანა მოუწიათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ჩიკორის“ ჩირი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წასახემსებელი პროდუქტია და მასზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია.

რატომ გადაწყვიტა „ჩიკორმა“ საბავშვო ხაზის გამოშვება და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ ბავშვებისთვის, ამ კითხვებზე „ქარელის ხილის“ მარკეტინგის კოორდინატორი პასუხობს.

-რატომ გადაწყვიტეთ წარმოებაში საბავშვო ხაზის ჩაშვება?

- ბავშვებისთვის ჯანსაღი ხემსის მოძიების პრობლემა პირადად ჩვენ რამდენჯერმე შეგვექმნა. იცით, რომ დღეს ბაზარი გაჯერებულია ისეთი პროდუქტებით, რომლებიც მავნე ნივთიერებებს შეიცავს, მათ შორის, დიდი რაოდენობით შაქარს, სხვადასხვა ტრანს-ცხიმების და ა.შ. დავფიქრდით, რატომ არ შეიძლებოდა, რომ ჩვენ შეგვექმნა ჯანსაღი ხემსის ხაზი ბავშვებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ჩიკორის“ ბრენდი ისედაც პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში, ვიფიქრეთ, იდეალური იქნებოდა, რომ მათთვის ჩირი მომხიბვლელ შეფუთვაში გამოგვეშვა.

რადგან პირველად ვაკეთებდით საბავშვო ხაზს, ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ კოლაბორაციას მოვახდენდით უკვე არსებულ და პატარებისთვის საყვარელ საბავშვო ბრენდთან. გადავწყვიტეთ, ეს ყოფილიყო ვიდეო-ბლოგი „ემილი ტვ“, რომელიც ბავშვებში საკმაო პოპულარობით სარგებლოს. შესაბამისად, შევქმენით ეს პროდუქტი „ემილი ტვ“-სთან ერთად.

-„ემილიას ჩიკორს“ მოჰყვება სათამაშოც, ანუ გამოდის, რომ წახემსებასთან ერთად ბავშვი გაერთობა კიდეც...

- რა თქმა უნდა, „ემილიას ჩიკორის“ ჩირი ერთგვარი სახალისო თამაშია ბავშვებისთვის. თამაშის არსს კი სტიქიების ნიშნების შეგროვება წარმოადგენს. „ემილიას ჩიკორის“ ჩირის შეფუთვებში ბუნების 4 სტიქიის - მიწის, წყლის, ჰაერის და ცეცხლის 5-5 სათამაშო დევს. თუ პატარა შეაგროვებს კონკრეტული ერთი სტიქიის 5-ვე წარმომადგენელს, იგი გახდება ამ სტიქიის ძალის მფლობელი და მიიღებს სტიქიის ძალის აღმნიშვნელ გულსაბნევს. ამასთან, ოთხივე სტიქიის შეგროვების შემთხვევაში, მოთამაშე ხდება უძლეველი. გულსაბნევის მისაღებად კი „ჩიკორის“ ფეისბუქ გვერდს უნდა დაუკავშირდეთ.

-თითქმის 2 კვირაა „ემილიას ჩიკორის“ ჩირი უკვე ბაზარზეა. როგორ მიიღო ის მომხმარებელმა და როგორია მოთხოვნა?

- „ემილიას ჩიკორი“ ბაზარზე 2 კვირის წინ გამოჩნდა. ახალი ბრენდით და ახალი შეფუთვით იყიდება ვაშლის ჩიფსი, საზამთროს ჩირი, ქლიავის ჩირი, ქლიავის, ლეღვის და გარგრის ჩირი შოკოლადში. საბავშვო შეფუთვისთვის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ქართული კომპანია „ეიკო/ Eiko“ აწარმოებს.

ბაზარზე ამ პროდუქტის გამოშვებას პირველივე ეტაპზე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველივე კვირაში მოგვიწია, რომ არაგეგმიურად შეგვევსო ქსელები, ამას არც ჩვენ ველოდით. მოთხოვნა საკმაოდ დიდია და თან წარმადობასაც ვზრდით. სხვათაშორის, მშობლების მხრიდანაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. გვწერენ მშობლები, რომ „ემილიას ჩიკორი“ ბავშვებს სასკოლო ლანჩის მენიუში დაუმატეს.

-ამ ეტაპზე „ჩიკორის“ ბრენდით ბაზარზე 12 სახეობის ჩირი იყიდება, თუმცა „ემილიას ჩიკორი“ მხოლოდ 6 სახეობის იწარმოება. ხომ არ აპირებთ ასორტიმენტის გაფართოებას?

-ამ ეტაპზე განიხილება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შევცვლით თავად სახალისო თამაშის კონცეფციას. გეგმაში გვაქვს, პერიოდულად შეიცვალოს თვითონ სათამაშოებიც, რაც ჩირს მოჰყვება და რა თქმა უნდა, ვიზუალურადაც განახლდება. გვაქვს ბევრი სიახლე, რომელიც ეტაპობრივად გამოცხდება პატარებისთვის.

„ჩიკორის“ მწარმოებელი კომპანია „ქარელის ხილი“ „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიაა 2019 წლიდან და აქტიურად მუშაობს წარმადობის გაზრდასა და ექსპორტის განვითარებაზე.