კიბერფესტივალზე დასწრების მსურველთათვის თბილისის მერია ავტობუსებს ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 16 ნოემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მთაწმინდის პარკის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს.
ავტობუსი მგზავრებს სტანდარტული, 50-თეთრიანი ტარიფით მოემსახურება. ამავდროულად, იმოქმედებს დაწესებული შეღავათებიც.