ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის კორპორაცია: ჩინეთს 7 630 მგზავრიანი საჰაერო ხომალდები სჭირდება

ჩინეთის ავიახაზებმა უნდა დაამატოს 7 630 კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი 2038 წლამდე, რათა დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა და შეცვალოს არსებული თვითმფრინავები - ამის შესახებ ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის კორპორაცია იტყობინება.

ხუთშაბათს კორპორაციამ გამოაქვეყნა პროგნოზი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ბაზრის შესახებ, რომელიც 2019 - 2038- წლებს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, უახლოეს ორ ათწლეულში, ჩინური ავიახაზების დატვირთვა 84%-ზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს. ანგარიშის ინფორმაციით, გადატვირთული აეროპორტები და ახალი სამარშრუტო მიმართულებები უფრო მოცულობითი თვითმფრინავების შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს.

ავტორი: ნუკა კეკელია