საქართველოში 35 971 ტონა ყურძენი დაიკრიფა

ღვინის ეროვნული სააგენტოს უახლესი მონაცემების მიხედვით, საქართველოში ამ ეტაპზე სულ 35 971 ტონა ყურძენია დაკრეფილი.

მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ”საფერავი” დაიკრიფა და მისმა რაოდენობამ 22 831 ტონა შეადგინა. ყურძენ ”რქაწითელის” რაოდენობა 11 884 ტონაა, ”კახური მწვანეს” - 1 140 ტონა, ხოლო ყურძნის სხვა ჯიშების ერთობლივი მაჩვენებელი 117 ტონას შეადგენს.

ამასთანავე, მოკრეფილი ”რქაწითელის” რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა - 12,239,302 ლარი, ”საფერავის” რეალიზაციის შედეგად- 50,401,365 ლარი, ”კახური მწვანის” რეალიზაციის შედეგად კი 1,442,022 ლარი მიიღეს. სხვა ჯიშების რეალიზაციამ მევენახეებს 67,249 ლარი მოუტანა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც 2014 წელს განზრახული აქვთ ყურძნის მიღება-გადამუშავება, 80-ს აღწევს.