Moody's 2019-2020 წლებში დიდი ოცეულის ქვეყნების მშპ-ს 2,6%-იან ზრდას პროგნოზირებს

საერთაშორისო სარეტინგო სააგენტო Moody's 2019-2020 წლებში დიდი ოცეულის ქვეყნების მშპ-ს ზრდას 2,6%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, ხოლო 2021 წლისთვის ზრდის ტემპის დაჩქარებას 2,8%-მდე. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაში წერია.

სააგენტოს ექსპერტებს არ აქვს გლობალური ეკონომიკის რეცესიის მოლოდინი 2020-2021 წლებში. თუმცა მათივე განცხადებით, ზრდის დაბალი ტემპები და დაბალი ინფლაცია ეკონომიკას უფრო მოწყვლადს ხდის ნეგატიური პროცესებისადმი.

Moody's-მა მსოფლიო ეკონომიკისთვის საკვანძო რისკად დაასახელა სავაჭრო საკითხებში უთანხმოების ესკალაცია.

კოკა კვირკველია