„თურქეთის ავიახაზები“ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 63,1 მილიონ მგზავრს მოემსახურა

თურქეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 63,1 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ინფორმაციას კომპანიაზე დაყრდნობით თურქული მედია ავრცელებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კომპანიის საერთაშორისო ფრენებით 4,3%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა. ოქტომბერში Turkish Airlines- ის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 6.6 მილიონი იყო, ხოლო ადგილების დატვირთვა- 83.3%.

კომპანიის ინფორმაციითვე, 2019 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში გადაზიდულმა ტვირთმა 1,3 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 9,3%-იანი ზრდაა.

თურქეთის ავიახაზები, რომელიც 1933 წელს დაფუძნდა, ფრენებს 126 ქვეყნის 316 მიმართულებით ახორციელებს. კომპანია 346 სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდით ოპერირებს.

ავტორი: ნუკა კეკელია