ვენეციაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ზარალმა 1 მლრდ ევროს მიაღწია

ვენეციაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სინოპტიკოსების განცხადებით, სტიქიური უბედურების გამო ქალაქში წყლის დონე კიდევ უფრო მოიმატებს.

ამ დროისათვის სტიქიის ზონაში წყლის დონე 125 სანტიმეტრს აღწევს. უახლოეს საათებში კი ის სავარაუდოდ, 160 სანტიმეტრამდე გაიზრდება, რაც „იუნესკოს“ მიერ დაცული შენობების 70%-ის ნაწილობრივ დაფარვას გამოიწვევს.

ვენეციის მერის, სუიჯი ბრუნიაროს განცხადებით, წყალდიდობის შედეგად ქალაქს 1 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მან ტურისტებს მოუწოდა, დროებით თავი შეიკავონ ვენეციაში სტუმრობისგან.

იტალიის ხელისუფლებამ ქალაქში წყალდიდობის შესაჩერებლად 20 მილიონი ევრო გამოყო. ბრუნიაროს თქმით, ეს ვენეციაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობაა.

მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას ვენეციაში 2 ადამიანი ემხვერპლა.

ბექა ბერიაშვილი