კომპანიამ Apple აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებული პირი ჯეფრი მილერი ლობისტად დაიქირავა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იუწყება.
Apple-ს ლობისტის სამსახური დასჭირდა იმისათვის, რათა კომპანიის პროდუქციის ნაწილი არ მოექცეს ჩინეთიდან იმპორტირებულ დასაბეგრი პროდუქციის ჩამონათვალში, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი და პეკინი ვერ მოგვარდებიან დეკემბრის ბოლომდე და თეთრ სახლს მოუწევს გაზრდილი ტარიფების ამოქმედება. მანამდე კომპანიამ ანალოგიური თხოვნით ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისს მიმართა. მაშინ საუბარი იყო, არ გაეზარდა შტატებს ტარიფი iPhone და Apple watch-ის მაკომპლექტებლებზე, რომელთა იმპორტი ჩინეთიდან ხორციელდებოდა.
ჯეფრი მილერი პრეზიდენტ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იყო, რის შემდეგაც გახდა ერთ-ერთი მთავარი შემოწირულობების მომგროვებელი ტრამპის ახალი საარჩევნო კამპანიისთვის. Apple-ის ინტერესების ლობირება მილერმა ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო, თუმცა ფორმალური დასტური მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა. გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია კონკრეტულად ნათქვამი იმაზე, თუ რა სამსახურს ითხოვს Apple. მხოლოდ ის ითქვა, რომ მილერი სავაჭრო ტექნიკურ საკითხებში დაეხმარება კომპანიას. ცნობისათვის, მილერის გარდა განცხადებაში ნახსენებია სხვა პირებიც, რომლებიც ასევე დაახლოებულნი არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.