საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა.
„ლელოს“ ახალი წევრები არიან:
გრიგოლ გეგელია - პოლიტიკური თეორიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტში; იდეების ისტორიის მაგისტრის წოდება მიენიჭა ლონდონში, UCL-ში. ისტორიის ბაკალავრიატი დაამთავრა ბრისტოლის უნივერსიტეტში. არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და მიწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში, ჯიპაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გრიგოლი წლების განმავლობაში იყო პოლიტიკური კომენტატორი. 2019 წელს კენჭს იყრიდა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად.
ირაკლი კუპრაძე - იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი. წლების განმავლობაში იბრძოდა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე: შრომითი უფლებები, მწვანე პოლიტიკა. იყო სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთი ლიდერი და "მწვანე მუშტის" თანადამფუძნებელი ლიდერი.
ჯოზეფ სმიტი - ჯოზეფი წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდანაა. განათლებით ახლოაღმოსავლეთმცოდნეა. მუშაობდა ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. საქართველოში ჩამოვიდა 2012 წელს და დააფუძნა ინგლისური ენის სწავლების ცენტრი. წლების განმავლობაში ჯოზეფი აქტიურად იყო ჩართული ურბანულ აქტივიზმში. მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციის "იარე ფეხით" პროექტების კოორდინატორად. რადიო "ჯიპა"-ში მიჰყავდა ორი გადაცემა, მათ შორის ქართულ ენაზეც. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი იყარა საკრებულოს წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატად და მიიღო ხმების 14%-ზე მეტი.
ეკატერინე დიასამიძე - კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორი. მუშაობდა ქართული საეკლესიო გალობის თემაზე. იყო კლასიკური მუსიკის რადიო “მუზა”-ს პროგრამების ხელმძღვანელი დაარსების დღიდან. ევროპის მაუწყებელთა კავშირში წლების მანძილზე წარადგენდა საქართველოს. მოგვიანებით საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
ცოტნე ჭანტურია - დაიბადა სოხუმში. სწავლობდა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ევროპისმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა გერმანიის ფლენსბურგის უნივერსიტეტში. ამჟამად უნგრეთის კორვინუსის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფილოსოფიის დოქტორანტია. იკვლევს ცივი ომის ისტორიას გორბაჩოვის პერიოდში. ცოტნე არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და უნგრეთის ცივი ომის კვლევის ცენტრის ასოცირებული მკვლევარი
ქეთევან მურღულია - პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრი. სოციოლოგი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სილესიის უნივერისიტეტის კურსდამთავრებული. მედიამკვლევარი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში. მუშაობდა არასამთავრობო სექტორში მრავალი მიმართულებით. იყო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მენტორი. 2018 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ევროკავშირში.
ოთარ დავითაშვილი - პოლიტიკის მეცნიერი, მკვლევარი. სამოქალაქო აქტივისტი რუსთავიდან. მუშაობდა ურბანულ და მწვანე საკითხებზე.
ვაჟა დარჩია - პოლიტიკის მეცნიერი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სამოქალაქო აქტივისტი. წლების განმავლობაში ჩართულია შრომის, ეკოლოგიის, სოციალური საკითხებისთვის ბრძოლის პროცესში.
ირაკლი აბაშიძე - ჟურნალისტიკისა და მასობრივი მაუწყებლობის ფაკულტეტი დამთავრებული აქვს ნიუ ჯერსიში. იყო აფხაზეთის ხმის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და ტვ პირველის ჟურნალისტი. ჩართულია სამოქალაქო აქტივიზმში. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის პროგრამაზე.
მარიამ ხვედელიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტი. სამოქალაქო აქტივისტი.
გიორგი მეტრეველი -კულტუროლოგი, კინორეჟისორი, აქტივისტი.
დაამთავრა თსუ კულტურის კვლევების მიმართულებით. სწავლობდა კინორეჟისურას კავკასიის ახალი კინოს სკოლაში. მუშაობდა კინოპროექტებზე. ჩართულია სოციალურ აქტივიზმში - შრომით უფლებების, უთანასწორობის პრაქტიკებისა და მწვანე პოლიტიკის მიმართულებით.
თორნიკე ართქმელაძე - სამართლის მაგისტრი, თსუ-ს დოქტორანტი. ბიზნესსამართლის მიმართულების ადვოკატი. მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2012 წლიდან ჩართულია სამოქალაქო აქტივიზმსა და სტუდენტურ მოძრაობაში.