უძრავ-მოძრავი ქონება, რომელსაც ევროპელი მონარქები ფლობენ (+ფოტო)

დღეისათვის ევროპის 10 ქვეყანაში მმართველობის ფორმა კონსტიტუციური მონარქიაა. მიუხედავად იმისა, რომ მათ აღმასრულებელი ძალაუფლება არ გააჩნიათ, ძირითად შემთხვევაში სამეფო ოჯახის წევრები ქვეყნის სიმბოლოდ მიიჩნევიან და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში იღებენ მონაწილოებას.

Euronews დაინტერესდა, რა ქონებას ფლობენ ფლობენ ევროპელი მონარქები.

სირგნონის სამეფო სასახლე

სირგნონის სამეფო სასახლე ბელგიაში მდებარეობს და ბელგიის სამეფო ოჯახის კერძო საკუთრებას წარმოადგენს. სასახლეს ირგვლივ ტყე და მდინარე აკრავს. სირგნონის სასახლე ბელგიის მეფე ლეოპოლდ 1-მა 1840 წელს ააშენა. ტრადიციის მიხედვით, აქ ბელგიის სამეფო ოჯახის წევრები ინათლებოდნენ.

ბალმორალის სასახლე

ბალმორალის სასახლე შოტლანდიაში მდებარეობს. ის ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს, რომელსაც ისინი როგორც წესი ზაფხულის არდადეგების დროს სტუმრობენ. წელიწადის ამ დროს ბუკინგემის სასახლე დამთვალიერებლებისთვის იხსნება, ამ დროს კი სამეფო ოჯახის წევრები ბალმორალის სასახლეში ისვენებენ.

იახტა DANNEBROG

იახტა DANNEBROG დანიის სამეფო ოჯახის საკუთრებაში 1879 წლიდან შედის. მას შემდეგ სამეფო ოჯახის წევრები იახტას ზაფხულის განმავლობაში სამოგზაუროდ და დანიის კუნძულებზე გადასაადგილებლად იყენებენ.

ნორვეგიის სამეფო იახტა

ნორვეგიის სამეფო იახტა მეფე ჰარალდ V-ისა და სამეფო ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. ნორვეგიის რელიეფიდან გამომდინარე იახტით გადაადგილება სამეფო ოჯახისთვის ყველაზე კომფორტული მგზავრობის საშუალებაა. აღსანიშნავია, რომ მეფე ჰარალდ V იახტას არამხოლოდ ნორვეგიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც საგარეო ვიზიტების დროსაც იყენებს.

CHÂTEAU DE MARCHAIS

CHÂTEAU DE MARCHAIS მონაკოს სამეფო ოჯახის კუთვნილ სასახლეს წარმოადგენს, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ სასახლისა და მისი შემოგარენის ფართობი თავად სახელმწიფო მონაკოს ფართობს 6-ჯერ აღემატება. სამეფო სასახლეში დიდი პარკი მდებარეობს, სადაც სხვადასხვა სახეობის ცხოველები ბინადრობენ.

ბექა ბერიაშვილი