„საქსტატმა“ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგია დანერგა

ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ მეთოდოლოგიაზე (SNA 2008) გადასვლასთან დაკავშირებით, „საქსტატმა“ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ღონისძიება გამართა, სადაც საზოგადოებას ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური თავისებურებები, მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატების განახლებული მონაცემები წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბატონმა სელიმ ჩაკირმა და დანიის სტატისტიკის სამსახურის ეკონომიკური სტატისტიკის დირექტორის მოადგილემ ბატონმა მარტინ აუსკერმა.

ბატონმა აუსკერმა მოწვეულ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი სტანდარტის (SNA 2008) დანერგვის მეთოდოლოგიური თავისებურებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.

„ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტან­დარ­ტებ­ზე (SNA 2008) გადასვლა გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) და მთელი რი­­­გი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებას, ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად. ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ევროკავშირის ქვეყ­ნებ­მა 2014 წლიდან დაიწყეს. მათ რიგებს 2015 წლიდან შეუერთდა სომხეთი, თურქეთი, უკრაინა და ბელორუსი. დღეის მდგომარეობით აღნიშნული სისტემა (SNA 2008) მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია და­ნერ­­­­გილი“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნების გარკვეული ნაწილი, კვლავ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წინა ვერ­სიით (SNA 1993) ხელმძღვანელობს.

ეროვნულ ანგარიშთა სისტემა წარმოადგენს ინტეგრი­რებული მაკროე­კო­ნომიკური ანგარიშებისა და ბალანსების ერთობლიობას, რომელიც ეფუძ­ნება საერთა­შო­რისო დონეზე შეთან­ხმე­­ბულ ცნებებს, კლასიფიკაციებს და აღრიცხვის ზოგად წესებს. მისი მეთოდოლოგიური საფუძ­ვე­ლია გაეროს, ევროსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და ეკონო­მი­კუ­­რი თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სახელ­მძღვანელო (System of National Accounts (SNA), 2008).

ეას-ის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები, საერთა­შო­რისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით, საქსტატში 2017 წლიდან მიმდინარეობდა. ამასთან, მიმ­დი­ნარე წელს აღნიშნულ სტანდარტებზე გადასვლა გათვალის­წინე­ბულია ევრო­კავშირთან ასო­ცი­რების შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმით.

ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე (SNA 2008) გადასვლამ ეროვნულ ანგარიშებში მთელი რიგი ცვლი­­­ლებები განაპირობა, რაც ერთის მხრივ უკავშირდება ახალი სტანდარტის შესაბამისად სხვა­­­დასხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა გაანგარიშებას, ხოლო მეორეს მხრივ მონაცემთა წყა­როს არსებით გაუმჯობესებას, დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებისა და ადმი­ნისტრა­ციულ მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით.

ეას-ის ძველსა და ახალ მეთოდოლოგიას შორის არსებული განსხვავებები ძირითადად დაკავ­შირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) ცვლი­ლებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან. მონაცემთა წყაროს გაუმჯობესების სამუშაოები მოიცავს სხვადასხვა სექტორში დაუკვირ­ვე­ბადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებას და მაჩვენებელთა ხარისხის გაუმჯობესებას.

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, ყოველივე ზემოთქმული განაპირობებს მშპ-ის და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატების საერთო დონის ზრდას. ამასთან, წინა პერიოდის მაჩ­ვე­­ნებ­­ლებთან ჰარმონიზების მიზნით, ხორციელდება წინა ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება.

ახალი მეთოდოლოგიით წარმოებული მშპ და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგა­ტე­ბი საქსტატმა დღეს, 15 ნოემბერს გამოქვეყნა. იმავდროულად, 2010 წლიდან განაახლა ისტორიული მწკრივი.