ფრენა ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და სასიამოვნო პროცესთან ასოცირდება. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ფრენის წინ სტრესში არიან და ბევრს ნერვიულობენ. გამოცემა Lifehacker წარმოგიდგენ 6 ფაქტს, რომელიც დაგეხმარებათ ფრენასთან დაკავშირებული შიშების დაძლევაში.
ავიამიმოსვლა მასობრივი გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა
ალბათ, არაერთხელ გაგიგონიათ, რომ ავტოავარიაში გარდაცვალების შანსი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ფრენისას. ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევისას თქვენი დაღუპვის შანსი 5 000-დან 1-ია, ავიაკატასტროფის დროს კი ერთი 11 000 000-დან. ამასთანავე, ავიარეისის დროს ტერორისტებისა ან რომელიმე დაჯგუფების თავდასხმის რიცხვი 16 553 385-დან 1-ს შეადგენს.
ექსპლუატაციაში გაშვებამდე თვითმფრინავებს უამრავ ტესტირებას უარებენ
ექსპლუატაციაში გაშვებამდე თითოეული თვითმფრინავი ხანგრძლივ, ინტენსიურ შემოწმებას გადის. ამასთანავე, ყოველი აფრენის წინ თითოეული მათგანი საგულდაგულოდ რამდენჯერმე მოწმდება.
თვითმფრინავებს ერთი ძრავით ფრენა შეუძლიათ
დღესდღეობით, გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს ნებისმიერ თვითმფრინავს 1 ძრავით ფრენა შეუძლია. ამასთანავე, მათ დაჯდომა ორივე ძრავის გამორთვის შემთხვევაშიც კი შუძლიათ.
ტურბულენტური ზონა საშიში არ არის
ტურბულენტური ზონა საშიში არ არის. მათ შესახებ პილოტებმა თავიდანვე იციან და ცდილობენ თავი აარიდონ. შესაძლოა, ტურბულენტობა ზოგიერთი მგზავრისთვის უსიამოვნო მგზავრობასთან ასოცირდეება, თუმცა ის საშიში არანაირად არ არის.
თვითმფრინავს დაჯდომა მაშინაც დაუბრკოლებლად შეუძლია, როდესაც ხილვადობა ნულია
თვითმფრინავებისთვის ამინდის გაუარესება დაბრკოლებას არ წარმოადგენს. მათ ფრენა წვიმიან და ქარიან ამინდშიც ჩვეულებრივად შეუძლიათ. ამასთანავე, ყოველი თვითმფრინავი აღჭურვილია სისტემით, რომლის მეშვეობითაც დაჯდომა ნულოვანი ხილვადობის დროსაც სავსებით შესაძლებელია.
ჟანგბადის ნიღბები ნებისმიერ შემთხვევაში მუშაობს
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ საავარიო შემთხვევის დროს ჟანგბადის ნიღბები არ მუშაობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს ისინი ავტომატურად აქტიურდება.