ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ანგარიშები ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით ქვეყნდება.

მასში დეტალურად არის აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ინფორმაცია ანალიტიკურ ცხრილებისა და დიაგრამების - "საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" სახით.

ბანკის ინფორმაციით, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.

ნოემბრის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში, მისამართზე -- https://www.nbg.gov.ge/index.php?m=652&lng=geo