სათამაშო სამყარო Google Stadia-ს მოლოდინშია და მალევე მის კრახს პროგნოზირებს

19 ნოემბერს კომპანია Google ოფიციალურად გახდება სათამაშო კონსოლის მწარმოებელი კომპანია, რა დროსაც ის საკუთარ სათამაშო კონსოლს წარმოადგენს.

კომპანიას იმედი აქვს, რომ მათი პროდუქცია კონკურენციას გაუწევს ისეთ ცნობილ კონსოლებს, როგორებიცაა: Sony PlayStation, Microsoft Xbox, Nintendo და Steam.

კომპანიის ახალ პროდუქტს Stadia ერქმევა და ის ტრადიციული კონსოლებისგან განსხვავებით, კომპანიის ღრუბლოვან სერვერზე მაღალი დონით პოზიციონირებიდან გამომდინარე, კომპაქტ დისკის ან გადმოწერის ნაცვლად სტრიმინგ სერვისს შემოგთავაზებთ.

სპეციალისტები ამგვარ სიახლეს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ და აქვთ კითხვა, რამდენად გამართულად იმუშავებს ის არსებული ინტერნეტ სიჩქარის პირობებში. პლიუს ამას, ადამიანებს მოუწევთ ფულის გადახდა თამაშში, რომელიც სახლში კი არ აქვთ, არამედ სადღაც ღრუბლოვან სერვერზე ინახება. ასევე კითხვებს ბადებს მისი წარუმატებლობის შემდეგ რას იზამს კომპანია, ვინაიდან გეიმერების ნაწილს არ სურთ შეჩვეული თამაშების ბაზრიდან გაქრობა, Google კი ცნობილია იმით, რომ ჩავარდნილ პროექტებს მარტივად ელევა ხოლმე.

შედეგად, უკვე არის მოლოდინი, რომ Stadia, როგორც პროექტი, მალევე ჩავარდება.

კოკა კვირკველია