სად არის ყველაზე კარგი და ცუდი გზები - რეიტინგი ცნობილია

ბრიტანულმა კომპანიამ Mister Auto-მ 15 სხვადასხვა კრიტერიუმით კვლევა ჩაატარა, რომლითაც მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ცუდი გზები გამოვლინდა.

ექსპერტებმა სამი ძირითადი კატეგორიით იხელმძღვანელეს: ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და ავტომობილის შენახვის ღირებულება წლის მანძილზე. თავიდან ასობით ქალაქის კვლევა მოხდა, თუმცა, საბოლოოდ შედგა ე.წ. „შორტ-ლისტი“, რომელშიც მხოლოდ 100 ქალაქი მოხვდა.

ამ ქალაქებში კი სიტუაცია უკვე მეტად სკურპულოზურად იქნა შესწავლილი. მასში გამოკვლეული იქნა - ავტომობილის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე, საშუალოდ დღე-ღამური დანახარჯები, გზების ხარისხი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე სიკვდილიანობის კოეფიციენტი 100 000 მოსახლეზე, ამასთან, გამოიკვლიეს პარკინგისა და საწვავის ფასიც.

საბოლოოდ გამოვლინდა საუკეთესო გზების ათეული და ის ასე გამოიყურება:

  • კალგარი, კანადა;
  • დუბაი, საემიროები;
  • ოტავა, კანადა;
  • ბერნი, შვეიცარია;
  • ელ-პასი, აშშ;
  • ვანკუვერი, კანადა;
  • გეტებროგი, შვეიცარია;
  • დიუსელდორფი, გერმანია;
  • ბაზელი, შვეიცარია;
  • დორტმუნდი, გერმანია.

რაც შეეხება ყველაზე ცუდი გზების ანუ ანტი-რეიტინგს, ის ასე გამოიყურება:

  • მუმბაი, ინდოეთი;
  • ულან-ბატორი, მონღოლეთი;
  • კალკუტა, ინდოეთი;
  • ლაგოსი, ნიგერია;
  • კარაჩი, პაკისტანი;
  • ბოგოტა, კოლუმბია;
  • სან-პაოლო, ბრაზილია;
  • მეხიკო, მექსიკა;
  • რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია;
  • მოსკოვი, რუსეთი.
კოკა კვირკველია