საქართველოს უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა

საქართველოს, 16 სექტემბერს უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი იგორ შვაიკა ეწვევა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის მისი უკრაინელი კოლეგის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და ის ორ დღეს გასტანს.

"მე მინისტრის მოადგილის ამპლუაში უკვე გახლდით უკრაინაში და იქ დავმეგობრდით. ისინი ჩამოდიან ოფიციალური ვიზიტით. ჩვენ ვფიქრობთ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან ბევრ დარგში და მათ შორის ერთ-ერთი არის ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ჩვენ იმპორტ-ექსპორტზეც აუცილებლად ვისაუბრებთ, მით უმეტეს, მოგეხსენებათ, ციტრუსი სეზონი ახლოვდება. ძალიან ბევრი სასაუბრო გვექნება ურთიერთთანამშრომლობის ამ ფორმატში", - განაცხადა დანელიამ.