დეველოპერულმა კომპანია „ალიანს ჯგუფმა", ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან და გამწვანების სამსახურთან ერთად, გამწვანების აქციის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ სკვერში ათეულობით ხე დარგო.
აქციაში აქტიურად ჩაერთნენ კომპანიის თანამშრომლები, რომლის დროსაც დაირგო ტუია ბურთულიანი, ტუია სმარაგდა, მაგნოლია და ვაშინგტონის პალმა. აქციაში მონაწილეების განცხადებით მთავარი არა მხოლოდ ხეების დარგვა, არამედ, სპეციალისტებთან ერთად ფუნქციურად სწორი ჯიშების შერჩევაა.
მიმდინარე აქცია კომპანიის მწვანე ინიციატივის ერთგვარი დასაწყისია, რომლის ფარგლებში "ალიანს ჯგუფი" მსგავს აქციებს რეგულარულად განახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით ხეების დარგვის შემდგომ მცენარეების ზრდის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ხეების ჩანაცვლებაც მოხდა. საბოლოოდ კი ქობულეთს კიდევ ერთი გამწვანებული სკვერი შეემატება.
დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ პირველი იყო რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე, რომელმაც ყველა პროექტში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - "ქორთიარდ ბაი მარიოტი" ბათუმში, "ვინდემ გარდენი" თბილისში, "რამადა" კურორტ გოდერძზე და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" ბათუმში შემოიყვანა.
„ალიანს ჯგუფის“ შემდეგი პროექტი ქობულეთში, გლობალურ სასტუმრო ბრენდთან ერთად განხორციელდება და ეს იქნება პირველი საერთაშორისო მნიშვნელობის სასტუმრო ოპერატორის შემოსვლა ქობულეთში, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის. პროექტით გათვალისწინებულია რეკრეაციული და დასასვენებელი ზონების შექმნა, ასევე თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება.
(R)