Airbus-ი ისეთ თვითმფრინავს შექმნის, რომელიც გარემოს არ დააბინძურებს

ფრანგული ავიაკონცერნი Airbus-ი გეგმავს 2030 წლისთვის შექმნას თვითმფრინავი, რომელიც არ დააბინძურებს გარემოს. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ კომპანია Airbus ExO Alpha-ს აღმასრულებელ დირექტორზე, სანდრუ შეფერზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, საუბარია 100-ადგილიან თვითმფრინავზე, რომელიც რეგიონალურ რეისებს შეასრულებს. სააგენტოს გვახსენებს, რომ მსხვილი ავიამწარმოებლები შეთანხმდნენ რომ 2050 წლისღვის ორჯერ შეამცირონ გამონაბოლქვის ოდენობა. „დღეს არ ჩანს ერთიანი ხედვა ამ პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ არის ცალკეული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ შედეგამდე მიგვიყვანს. ტექნოლოგიები განსხვავებული იქნება თვითმფრინავის ტიპისა და ზომის მიხედვით. და იმ დროს, როცა უახლესი ტექნოლოგიები მსხვილ ლაინერებს გამონაბოლქვის შემცირებაში დაეხმარება, მცირე ზომის თვითმფრინავებში უკვე 2030 წელს შეგვიძლია ვიფიქროთ ნულოვან გამონაბოლქვზე“, - განაცხადა შეფერმა.

მისი თქმით კომპანია მუშაობს ემისიების შემცირებაზე, უფრო კონკრეტულად კი ახლა მიდის მუშაობა როგორც ძრავების ტექნოლოგიის, ასევე აეროდინამიკური მოანცემების გაუმჯობესებაზე.

კოკა კვირკველია