Nissan-ი მსოფლიოს მასშტაბით 450 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს

იაპონური საავტომობილო კომპანია Nissan-ი სამუხრუჭე სითხის გაჟონვის გამო მსოფლიო მასშტაბით 450 ათასი ავტომობილს უკან გაიწვევს. ამის შესახებ სააგენტო Kyodo იუწყება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, პრობლემა ანტიბლოკირების სისტემაში გაუმართაობამ გამოიწვია, ხოლო თავად გაჟონვამ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, გამოიწვიოს მოკელ ჩართვა და აალება, სითხის ელექტრონული მართვის პლატაში მოხვედრის შედეგად.

მომსახურების აქცია ძირითადად შეეხება ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის წარმოებულ ავტომობილებს. კერძოს გაწვევას ექვემდებარება 2015-2018 წლებში წარმოებული ქროსოვერი Murano, 2016-2018 წლებში წარმოებული სედანი Maxima. პრობლემა ასევე შეეხო 2017 წლის წარმოების ქროსვერებს Infiniti QX60 და Nissan Pathfinder -ს

ავტომობილების დიდი რაოდენობის გამო გაწვევის პროგრამა იმოქმედებს მომავალი წლის ზაფხულამდე.

კოკა კვირკველია