სპორტული სამოსისა და ინვენტარის მწარმოებელი ამერიკული უმსხვილესი კომპანია Nike გეგმავს, დაასრულოს საკუთარი პროდუქციის გაყიდვები ონლაინ რითეილერის Amazon-ის საშუალებით. როგორც Bloomberg-ი წერს, ბრენდის წარმომადგენლები ამის მიზეზად პირდაპირი გაყიდვების განვითარებას და მომხმარებლების გამოცდილების ზრდას ასახელებენ.
სააგენტო დასძენს, რომ Nike სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს პირდაპირ გაყიდვებს საკუთარი ვებგვერდიდან. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ Amazon-თან თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, მას მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი დატოვოს ეს პლატფორმა.
„ჩვენ ვგეგმავთ მყარი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას სხვა რითეილერებთან და პლატფორმებთან, რათა შეფერხების გარეშე მოვემსახუროთ ჩვენს კლიენტებს მსოფლიოს მასშტაბით“ - აცახდებენ კომპანიაში, რომელსაც ამ დროისთვის 40-მდე პლატფორმასთან აქვს თანამშრომლობა.