ირანში საწვავის ფასი 50%-ით გაიზარდა

ირანის ხელისუფლებამ 15 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საწვავის ფასის სუფსიდირება შეწყდა. შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით საწვავის ფასმა 50%-ით მოიმატა.

ამასთანავე, ქვეყანაში საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ამიერიდან ერთმა მანქანამ მთელი თვის განმავლობაში 60 ლიტრ საწვავზე მეტი არ უნდა მოიხმაროს. აქამდე არსებული ლიმიტი 250 ლიტრ საწვავს შეადგენდა.

დღესდღეობით 1 ლიტრი საწვავის ფასი ირანში 15 000 რიალს (0.13 აშშ დოლარს) შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილის მძღოლი დაწესებულ ლიმიტს გადააჭარბებს, მაშინ ყოველ ლიტრ საწვავზე ორმაგი ფასის გადახდა მოუწევს.

ირანის ხელისუფლების განცხადებით, ისინი საწვავის ფასზე სუფსიდირებას აშშ-ის მიერ დაწესებული მძიმე ეკონომიკური სანქციების გამო წყვეტენ.

ცვლილებებმა ირანის მოსახლოების გაღიზიანება გამოიწვია. მათ რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია გამართეს.

ბექა ბერიაშვილი