აშშ-ში სატელევიზიო რეკლამზე დანახარჯები წელს 2,9%-ით 70,3 მილიარდ დოლარამდე შემცირდება. ამის შესახებ eMarketer-ი პროგნოზირებს. ეს კი ნიშნავს, რომ რეკლამაზე დახარჯული ფინანსები პირველად ჩამოსცდება 30%-ს. მათივე პროგნოზით უკვე 2022 წელს ეს მაჩვენებელი 25% იქნება.
კომპანიის ინფორმაციით, მომდევნო წლების განმავლობაში დინამიკა დადებითი მხოლოდ 2020 წელს იქნება, რა დროსაც ბრენდები სატელევიზიო რეკლამაზე დანახარჯებს 1%-ით,71 მილიარდ დოლარამდე გაზრდიან. მიუხედავად ამისა, ეს მაინც უფრო ნაკლები იქნება 2018 წლის მონაცემზე, რა დროსაც სატელევიზიო რეკლამაზე კომპანიებმა 72,4 მილიარდი დოლარი დახარჯეს. 2020 წლის შემდეგ კი სეგმენტში სტაბილური კლება დაფიქსირდება.
ტელერეკლამაზე ხარჯების შემცირებას ანალიტიკოსები ყურების დროის შემცირებას უკავშირებენ. აღნიშნული ტენდენცია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება, განსაკუთრებით კი 17 წლამდე ახალგაზრდებში. 2019 წლის პროგნოზების მიხედვით, ტელეკონტენტის მოხმარების დრო 3%-ით შემცირდება და შეადგენს დღეში 3 საათსა და 40 წუთს ამერიკელ მაყურებელში.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს პოპულარობის მიხედვით მობილურმა მოწყობილობებმა პირველად გადაასწრეს ტელევიზორებს. მაშინ eMarketer-ის ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ დღის განმავლობაში ამ მოწყობილობებთან ამერიკელები 8 წუთით მეტხანს დაჰყოფდნენ, ვიდრე ტელევიზორებთან.