დასაკეცეკრანიანი Huawei Mate X წამებში გაიყიდა

Huawei-ის პირველი კეცვადეკრანიანი სმარტფონი Mate X, რომელიც პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში MWC 2019 გამოფენის ფარგლებში წარმოადგინეს, წამებში ამოიყიდა. სიახლის გაყიდვები გუშინ 10;08 წუთზე დაიწყო ჩინეთის დროით და უკვე 10;09 წუთზე სმარტფონების პირველი პარტია მთლიანად გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ის 16 999 იუანი (2 400 დოლარი) ღირდა.

რამდენი მოწყობილობა გაყიდა კომპანიამ ამ 1 წუთის განმავლობაში, უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ უკვე მომავალი კვირიდან გაყიდვაში ჩაეშვება მეორე პარტია. მყიდველებს ასევე სთავაზობენ 50%-იან ფასდაკლებას ეკრანის ერთჯერად შეცვლაზე. ჯერ Huawei Mate X მხოლოდ ჩინეთში იყიდება. უცნობია, გავა თუ არა ის გლობალურ ბაზარზე.

Mate X-ს სერიოზული კონკურენტი ჰყავს Samsung Galaxy Fold-ის სახით, რომლის პირველი პარტია ზუსტად 5 წუთში გაიყიდა ჩინეთში. გარდა ამისა, მომდევნო თვეებში Mate X-ს გაუჩნდება ახალი კონკურენტი Motorola razr-ის სახით, რომელიც აზიის ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდება.

კოკა კვირკველია