მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 500 ათასი ტონით გაიზარდა.
კერძოდ, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 30.6 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 30.1 მლნ ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 8.5 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-სექტემბერში 317.4 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარ-სექტემბერში კი ეს ციფრი 308.9 მლნ იყო.
2019 წლის იანვარ-სექტემბერში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 1.4 მლნ ტონით გაიზარდა და 12.6 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 11.2 მლნ ტონა იყო.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 129,387 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 459,552 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 330,165 კონტეინერი გადამუშავდა.