2020 წლიდან ბრიუსელში სიგარეტის ნამწვის გადაგდებისათვის ჯარიმა 200 ევრომდე გაიზრდება

2020 წლიდან ბრიუსელში სიგარეტის ნამწვის გადაგდებისათვის ჯარიმა 200 ევრომდე გაიზრდება. ამ ინფორმაციას The Brussels Times ავრცელებს.

აქამდე არსებული კანონის მიხედვით, სიგარეტის ნამწვის გადაგდება ჯარიმის სახით 50 ევროს გადახდას ითვალისწინებდა.

ბრიუსელის მერიის განცხადებით, ახალი კანონის ამოქმედებამდე ისინი ქალაქში დამატებთ ურნებს განათავსებენ. მათი თქმით, ქალაქის ქუჩებს ყველაზე მეტად ძირს დაგდებული ნამწვები აბინძურებს, თანაც მათი დასუფთავება და შეგროვება რთულია.

ბრიუსელის დასუფთავების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქში არსებული ნარჩენების 30%-ს სიგარეტის ნამწვები წარმოადგენს. თანაც მათ დაშლას 10 წელზე მეტი სჭირდება.

ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ ჯარიმის გაზრდა და ურნების დამატება ქალაქს სიგარეტის ნამწვებისგან გაათავისუფლებს.

ბექა ბერიაშვილი