2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 192.9 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა სექტემბერში ეს მაჩვენებელი 189.9 ლარი იყო.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 19.1 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის ოქტომბერში ეს მონაცემი 173.8 ლარს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 2.6 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 170.8 ლარი შეადგინა, 4,9 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 323.5 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის ოქტომბრის მონაცემთან შედარებით, 32 ლარით არის გაზრდილი.