პოლონეთის საელჩო თბილისში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

პოლონეთის საელჩო პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში იმყოფებიან, მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი აარიდონ საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე ყოფნას.

„თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, მოვუწოდებთ მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი აარიდონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს და დაემორჩილონ სამართალდამცევლთა მოთხოვნებს“,- წერია განცხადებაში.