აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით 90 დღით გაუხანგრძლივოს ლიცენზია Huawei-ს, რომელიც მას საშუალებას აძლევს ამერიკული კომპანიებისგან მიიღოს პროდუქცია, რომელიც არ ავნებს ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესს. ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ლიცენზიის ვადების გახანგრძლივება ცალკეულ ამერიკულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, არ მოხვდნენ აკრძალვების ქვეშ, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციამ მიმდინარე წელს აამოქმედა. დროებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა ორშაბათს ამოიწურა და ახლა მისი მოქმედების გახანგრძლივება 90 დღით მოხდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანების თანხმად, 17 მაისს ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ Huawei შავ სიაში შეიყვანა, ამის შემდეგ კომპანიის მიმართ 20 მაისს ამოქმედდა დროებითი 90-დღიანი ლიცენზია, რომელიც 19 აგვისტოს, ასევე 90 დღით გახანგრძლივდა.