აშშ დეკემბერში ნავთობის მოპოვებას 9,133 მილიონ ბარელამდე გაზრდის

აშშ აპირებს მიმდინარე წლის დეკემბერში ნავთობის მოპოვება ნოემბერთან შედარებით დღე-ღამეში 49 ათასი ბარელით 9,133 მლნ-მდე გაზარდოს. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.

უწყების ინფორმაციით, ნავთობის მოპოვების ზრდა მოხდება შვიდიდან ოთხ ნავთობმომპოვებელ რეგიონში.

ცნობისათვის, ადრე გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით სამინისტრო იუწყებოდა, რომ შტატებში დღე-ღამეში ნავთობის მოპოვება უნდა გაზრდილიყო 12,29 მილიონ ბარელამდე, ხოლო ამავე პროგნოზის თანახმად 2020 წელს შტატებში ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 13,29 მილიონ ბარელს მიაღწევს.

კოკა კვირკველია