ჩაი „პუ ერი“, რომლის ისტორიაც ძველ ჩინეთში 2000 წლის წინ დაიწყო, თანამედროვე მსოფლიოში პოპულარობას დღემდე არ კარგავს. მას უწოდებენ „მუდმივი ახალგაზრდობის სასმელს“ და „სიცოცხლის ელექსირსაც“. „პუ ერის“ სასარგებლო თვისებებზე არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც არაერთი კვლევა ჩატარდა და აქაც შედეგები იყო გასაოცარი.
2016 წელს ამერიკაში ჩატარდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა დაედგინა, თუ რა გავლენას ახდენდა „პუ ერის“ ჩაის ყოველდღიური მოხმარება-არააზიელი ადამიანების სხეულის წონასა და ცხიმის შემადგენლობაზე. კვლევაში მონაწილეობა 59-მა ჭარბწონიანმა მიიღო, რომელთა წონას, მადას, მენტალურ მდგომარეობასა და სხეულის პროპორციებს მეცნიერები პერიოდულად, თვეში ერთხელ აკვირდებოდნენ.
კვლევის შედეგების მიხედვით „პუ ერის“ ჩაის ყოველდღიური მოხმარების შედეგად კვლევის მონაწილეთა სტატისტიკურად მნიშვნელოვან ნაწილთან მასის კლება, ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება და ლიპიდური პროფილის გაუმჯობესება პირველივე კვირებში შეინიშნა და კვლევის ბოლომდე შენარჩუნდა. ამ ექსპერიმენტის შედეგად დადასტურდა, რომ „პუ ერის“ ჩაის ყოველდღიური მოხმარება შესამჩნევ წონის კლებასთან და სხეულის მასის ინდექსის შემცირებას ასოცირდებოდა.
„პუ ერზე“ კვლევა ჩაატარეს 1970-იან წლებშიც. მაშინ კვლევა ჩატარდა საფრანგეთში, იაპონიასა და ჩინეთში. მაშინაც მკვლევარებმა მიიღეს ასეთი შედეგი - ქოლესტერინის დონისა და წონის შემცირება. შესაბამისად, დადგინდა, რომ „პუ ერს“ გააჩნია სისხლის გაწმენდის ფუნქცია.
ჩინეთში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევისას ჩინელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ „პუ ერის“ ეფექტი შეიძლება შევადაროთ სპეციალური პრეპარატის მოქმედებას, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ექსპერიმენტის არსი ის იყო, რომ სამი თვის განმავლობაში, მოხალისეების ჯგუფმა ყოველდღიურად მოიხმარა „პუ ერის“ ჩაი, ხოლო მეორემ მედიკამენტი ქოლესტერინის შემცირების მიზნით. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების პირველ ჯგუფში, ვინც „პუ ერს“ სვამდა სისხლში ქოლესტერინი შემცირდა 64 პროცენტით, ხოლო წამლის მიღებისას 67% -ით შემცირდა. ფრანგი მეცნიერების ექსპერიმენტმა ანალოგიური შედეგი დადო, რის გამოც „პუ ერი“ საფრანგეთში ძალიან პოპულარული გახდა.
ცნობისათვის, „პუ ერი“ ჩაის უძველესი სახეობაა. ის პირველად 2000 წლის წინ აღმოაჩინეს. მისი ისტორია ჩინეთის, იუნანის პროვინციიდან იწყება. „პუ ერი“ შეიძლება იყოს დაპრესილი ან ფოთლოვანი. ყველაზე ხშირად გვხვდება დაპრესილი სახით, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. აქვს ძლიერი, პიკანტური არომატი და მიწის გემო. ნაყენს გააჩნია მუქი წითელი ფერი.
აღსანიშნავია, რომ „პუ ერის“ ჩაის საქართველოშიც შეხვდებით. ის „ჩაიმანიას“ ქსელში უკვე წლებია იყიდება. ჩაიმანია გთავაზობთ 3 სახის „პუ ერს“: „პუ ერი“ "გამ ფეი ჩა" - ფოთლოვანი ჩაი; „პუ ერი“ "ტუო ჩა" - დაპრესილი ბურთულა, „პუ ერი“ დისკი („პუ ერი ორცხობილა“). 30 გრ პუ ერის ფასი არის 5,5ლ. 30 გრამიდან თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ 10 ფინჯანი ჩაი.