საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 21:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, დღესვე, 23:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის ქუჩაზე.

„სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.