„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასგან მეტროს 8 ახალი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით დადებითი პასუხი და გარანტია მიიღო.
როგორც „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტომა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერიც ესწრებოდა, მან სწორედ მეტროს ახალი სადგურების მშენებლობის საკითხი დააყენა.
„ბევრი ჭორი გავრცელდა იმ ისტორიულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 8 ახალი მეტროს სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. პრემიერისგან მივიღეთ გარანტია, რომ ეს პროექტი განხორციელდება. დადებითი პასუხი მივიღეთ ამაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ბოლო სადგური ლილოში იქნება”, - აღნიშნა კვარაცხელიამ.
კითხვაზე, რა არის ბიზნესის მთავარი გამოწვევა, კვარაცხელია აცხადებს, რომ ძირითადი გამოწვევა ლარის გაუფასურებაა.
შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.