რუსული ტურისტული კომპანიები რუს ტურისტებს სირიაში დასვენებას სთავაზობენ.
ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სირიაში დასვენება რუს ტურისტებს დაახლოებით 1095 ამერიკული დოლარი დაუჯდებათ.
ტუროპერატორები სირიაში დასვენების მსურველებს სთავაზობენ პირდაპირ ფრენებს ბეირუთში, საიდანაც შეძლებენ სირიის სხვადასხვა ქალაქში ავტობუსებით ან ავტომობილებით მგზავრობას.
აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში სირია, იემენთან და ერაყთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ტურისტულ დანიშნულებად დასახელდა. Travel Risk Map-ის მიხედვით, სირიაში, იემენში და ერაყში მოგზაურობისას პირადი უსაფრთხოების მაღალი რისკი არსებობს.