„ურალის ავიახაზებმა“ საქართველოსთან ფრენების შეწყვეტით 1 მლრდ რუბლი (15,6 მლნ დოლარი) დაკარგა. ამის შესახებ რუსულ მედიას ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა სერგეი სკურატოვმა განუცხადა.
„არაფერი არ გაუკეთებიათ, უბრალოდ, დაივიწყეს ყოველგვარ კომპენსაციაზე“, - აღნიშნა სკურატოვმა.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ზარალის გამოანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით შეიძლება შეთანხმდნენ, ან არა. ”ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ,” მოდით, სხვანაირად გამოვთვალოთ ”, მაგრამ მათგან პასუხი არ არის,” - დასძინა მან.
რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა ივლისში რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად შეჩერდა. საქართველოში ფრენებს იმ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებდა. ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“. იმ პერიოდში რუსულ ავიაკომპანიებს ტრანსპორტის სამინისტრო დაჰპირდა, რომ ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით გარკვეულ კომპენსაციას გადაუხდიდა, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილი არ არის.