„ალბათ, ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ტიპის აქციები, სიტუაციის გამწვავება და ა.შ. ის, რაც ვნახეთ რუსთაველის გამზირზე, ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე“, - ამის შესახებ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა.
„ეს იქნება ლარის კურსი, უცხოური ინვესტიციები, საინვესტიციო იმიჯი თუ ა.შ. ყველა მიმართულებით ნეგატიურ გავლენას იქონიებს ეს პროცესი. თქვენ იცით, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და შესაბამისად, ის არაცივილური და არანორმალური პოლიტიკური პროცესი, მოწოდებები გვესმის რევოლუციური სცენარისკენ, მოწოდებები გვესმის, რომ ხელისუფლება უნდა დაამხონ, სახ. შენობების პიკეტირება უნდა მოახდინონ, აზიანებს საქართველოს იმიჯს.
ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მეც მაქვს მოსაზრება, რომ ეს ოპოზიციის პროცესი შესაძლოა, მიმართული იყოს ბიუჯეტის ჩაგდებისკენ. ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ტექნიკურად ერთ-ერთი გზა ამის არის ბიუჯეტის ჩაგდება. პარლამენტის პიკეტირებაც ამისკენ არის მიმართული. ბიუჯეტის მიღებას აქვს თავისი ფაზები და თუ დაირღვა ვადები, პრეზიდენტი ვალდებულია დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ნუ გგონიათ, რომ ოპოზიციას მოეპრიანა და ასე მიიტანეს ქვიშები, ხვალ სხვა შენობასთან მიიტანენ, იქ აგურებიც მიიტანეს და ალბათ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ის არის, რომ ჩავარდეს ბიუჯეტი. ხელისუფლების მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკური პროცესების ეფექტური მართვა. თუ ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცდებიან სახელმწიფო გამოიყვანონ წყობიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი რეაქციაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. მაშინ რა უნდა ქნას სახელმწიფომ, უყუროს რა მოეპრიანება გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას? ეს ხომ სისულელეა“, - აცხადებს გვიდიანი.