ამერიკის შტატ კალიფორნიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი საჭიროებისთვის აკრძალოს კონცერნების General Motors-ის, Fiat Chrysler-ის, Toyota-ს, Nissan-ის და სხვა ბრენდების ავტომობილების შესყიდვა. აკრძალვის ქვეშ არ მოექცნენ Honda-ს, Ford-ის, BMW-ს და Volkswagen-ის მანქანები.
ასეთი რადიკალური ნაბიჯის მიზეზი არის ის, რომ კალიფორნიის ხელისუფლებას გააჩნია უფლებამოსილება საკუთარი შტატის მასშტაბით დაარეგულიროს ემისიების გამოყოფის დონე, თეთრი სახლისგან დამოუკიდებლად. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ეცადა ცოტა ხნის წინ კალიფორნიისთვის ეს უფლება ჩამოერთმია, რაშიც მას მხარი დაუჭირეს აკრძლულ სიაში მოხვედრილმა კომპანიებმა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია.
აკრძალვა ძალაში შევა 2020 წლის იანვრიდან. როგორც „როიტერსი“ წერს, შტატის ხელისუფლება ამიერიდან ავტომობილებს შეიძენს მხოლოდ იმ კომპანიებისგან, რომლებიც აღიარებენ შტატის მკაცრ მოთხოვნებს, რომელიც ბევრად მკაცრია, ვიდრე სხვა დანარჩენ შტატებში.
კალიფორნიის მხრიდან ამ აკრძალვის შემდეგ მის ნაბიჯს მიჰყვა კიდევ 13 შტატი, რომლებმაც ანალოგიური აკრძალვა შემოიღეს. შესაბამისად, კალიფორნიასა და ამ შტატების სახელმწიფო სტრუქტურებს ეკრძალებათ შიდაწვისძრავიანი არაეკოლოგიური ავოტმობილების შეძენა.