ოქტომბერში ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვები 9%-ით გაიზარდა

ოქტომბერში ევროპის მასშტაბით ახალი ავტომობილების გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი. ზრდის ძირითადი წილი მოდის გერმანიასა და საფრანგეთში გაზრდილ მოთხოვნაზე, კონკრეტულად კი შარშან ემისიების ახალი რეგულაციების შედეგად დაზარალებული Volkswagen Group-ის ბრენდებზე მოთხოვნის აღდგენით.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ოქტომბერში გაყიდვებმა 1,21 მილიონი ერთეული შეადგინა.

რაც შეეხება ბრენდების მიხედვით გაყიდვებს, ყველაზე მეტად გაეზარდა Volkswagen Group-ში შემავალ ბრენდებს, რომლებზეც ჯამურად მოთხოვნა 31%-ით არის გაზრდილი, მათ შორის, 394%-ით Porsche-ს, 65%-ით Audi-ს და 29%-ით თავად VW-ის ავტომობილებზე. კონცერნში შემავალ Seat-ზე მოთხოვნა გაზრდილია 28%-ით, ხოლო ჩეხური Skoda-ს გაყიდვები 6,8%-ით.

რაც შეეხება ფრანგულ კონგლომერატს PSA Group-ს, მისი გაყიდვები შემცირდა 4,9%-ით, აქედან Opel-ის გაყიდვები შემცირებულია 27%-ით, 12%-ით Citroen-ის, ხოლო თავად Peugeot-ს გაყიდვები უცვლელი დარჩა.

მეორე ფრანგულ კონცერნ Renault Group-ში კი 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა, Renault + 16% და Dacia+ 7.8%.

მცირე, მაგრამ მაინც 2,5%-ია ზრდა აქვს იტალიურ-ამერიკულ კონგლომერატს Fiat Chrysler Automobiles-ს, სადაც 11% ზრდის მოდის Alfa Romeo-ზე, 5% Jeep-ზე და 1.3% Fiat ბრენდზე.

Ford Motor-ის გაყიდვები უცვლელი დარჩა.

BMW ბრენდის გაყიდვები 6%-ით, ხოლო Mercedes-Benz-ის 2%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება აზიელ მწარმოებლებს, Hyundai +13%, Toyota+ 9,4%, Kia_1,3%, Nissan +0,6% ზრდა ფიქსირდება

საერთო ჯამში ოქტომბრის გაყიდვების მაჩვენებელი ბოლო 10 წლიან მაქსიმუმზეა.

2019 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით კი ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვები 0,7%-ით, 13,3 მილიონამდე არის გაზრდილი.

კოკა კვირკველია