პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს აუდიტორული კომპანია KPMG Georgia ჩაატარებს.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, არჩევანი კონკურსში მონაწილე სამ აუდიტორულ კომპანიას შორის გააკეთა.
„გამარჯვებულად, საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით KPMG Georgia დასახელდა. კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური წინადადებები კომისიის წინა სხდომაზე, ხოლო ფინანსური წინადადებები დღეს, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლების თანდასწრებით გაიხსნა.
კონკურსში მონაწილეობდა KPMG Georgia, „ფრაისუოთერჰაუსკუპერსი” (PWC) და დელოიტი და ტუში"(Deloitte). როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს 2018 წლის გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა „ერნსტ ენდ იანგიმ“-მ განახორციელა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.