ნატო Boeing-თან მილიარდიან კონტრაქტს აფორმებს

ნატო უახლოეს მომავალში აპირებს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტის გაფორმებას ამერიკულ კომპანია Boeing-თან.კონტრაქტი ნატო-ს ფლოტში შემავალი 14 გრძელ დისტანციაზე რადიოლოკაციის აღმომჩენი თვითმფრინავის Boeing E-3 Sentry/AWACS მოდერნიზებას ითვალისწინებს, რათა მათი გამოყენების ვადა 2035 წლამდე გახანგრძლივდეს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე განაცხადა.

„დიახ გიდასტურებთ, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ მილიარდიან კონტრაქტს ჩვენი ფლოტის მოდერნიზებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ უკვე უნდა ვიფიქროთ AWACS ფლოტის განახლებაზე 2035 წლისთვის“, - განაცხადა მან.

ცნობისათვის, AWACS-ში შემავალი ყველა თვითმფრინავი გასული საუკუნის 70-80-იან წლებშია გამოშვებული.

აღსანიშნავია, რომ Boeing-თან კონტრაქტის გაფორმება უფრო ადრე იგეგმებოდა, თუმცა გადავადდა ალიანსში ფინანსური შეზღუდვების გამო.

კოკა კვირკველია