ფუფუნების საგნების მწარმოებელი ფრანგული კორპორაცია LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy) მზად არის ტრანსნაციონალურ საიუველირო კომპანია Tiffany-ს შესაძენად 16 მილიარდი დოლარი გადაიხადოს, რაც 1,5 მილიარდით მეტია ოქტომბერში შეთანხმების გასაფორმებლად შეთავაზებულ თანხაზე.ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse (AFP) საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, LVMH-ის ხელმძღვანელობამ ახალი წინადადება გაუკეთა Tiffany-ს აქციის 130 დოლარად შეძენაზე.
27 ოქტომბერს AFP იუწყებოდა, რომ LVMH აპირებდა Tiffany-ის შეძენას, თუმცა თანხაზე არაფერი იყო ცნობილი. მეორე დღეს Tiffany-მ დაადასტურა, რომ მიიღო შეთავაზება აქციის 120 დოლარად შესყიდვაზე. Bloomberg-ის დათვლით კი ამ შემთხვევაში თანხის ჯამური ოდენობა 14,5 მილიარდი გამოდიოდა.
ცნობისათვის, Tiffany-ის შეძენა LVMH-ისთვის ყველაზე მსხვილი შენაძენი ქონებაა მის ისტორიაში. ეს მას დაეხმარება მნიშვნელოვნად გაზარდოს მისი პოზიციები საიუველირო სექტორში. 2011 წელს კომპანიამ შეიძინა კიდევ ერთი მსხვილი საიუველირო ბრენდი Bulgari 5,2 მილიარდ დოლარად. ამ დროისთვის მის მთავარ კონკურენტებად საიუველირო ბაზარზე არიან Cartier დაVan Cleef & Arpels.