ვისი ვალი აქვს საქართველოს

2019 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.419 მილიარდ დოლარს (16.059 მლრდ ლარი) გადააჭარბა.

რაც წინა თვესთან შედარებით, 64 ათასი დოლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 317 ათასი დოლარით მეტია.

კერძოდ, 2019 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.355 მილიარდ დოლარს (15.827 მლრდ ლარი) გადააჭარბა. 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5.102 მლრდ დოლარს (13.789 მლრდ ლარს) აღემატებოდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 978.456 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 910.471 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1.106 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რას შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 22.906 მლნ დოლარი;
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 1.003 მლნ დოლარი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 116.739 მლნ დოლარი;
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 526.781 მლნ დოლარი;
  • ევროგაერთიანება (EU) – 42.272 მლნ დოლარი;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 32.952 მლნ დოლარი;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 6.897 მლნ დოლარი;
  • სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 804 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 934.152 მილიონი ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 693.660 მილიონი ლარი; იაპონია - 638.171 მილიონი ლარი; რუსეთი - 159.338 მილიონი ლარი.

სხვა ქვეყნების მიმართ კი საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია: ავსტრია - 57.206 მილიონი ლარი; აზერბაიჯანი - 20.368 მილიონი ლარი; თურქმენეთი - 625 ათასი ლარი; თურქეთი - 39.141 მილიონი ლარი; ირანი - 15.606 მილიონი ლარი; სომხეთი - 22.384 მილიონი ლარი; უზბეკეთი - 355 ათასი; უკრაინა - 325 ათასი ლარი; ყაზახეთი - 42.733 მილიონი; ჩინეთი - 3.779 მილიონი ლარი; კუვეიტი - 28.091 მილიონი ლარი; ნიდერლანდები - 2.047 მილიონი და ამერიკა - 55.361 მილიონი ლარი.

ასევე სახელმწიფოს ვალად აქვს 1 481 600 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი (ევროობლიგაცია).

თაია არდოტელი